თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. კერძოდ ის ნოტარიუსები რომელთაც "ტელეიმედის" გასხვისებასთან დაკავშირებით გაფორმებულ დოკუმენტებზე მუაშობდნენ.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული გიგი უგულავაც ესწრებოდა, თუმცა მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი 21 მაისს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის უფლებაშეჩერებულ მერ გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" უკანონო გასხვისებას ედავება.