27 აპრილს, დილის 7 საათზე, ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა. „Black Sea Cruises Line" -ზე 100 უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მომსახურებას გაუწევს ადგილობრივი ტურისტული კომპანია „Ajara Tour".
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 26 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები