მას შემდეგ, რაც მეუფე გერასიმემ აფხაზეთის ე.წ. საზღვართან სოფელ ხურჩაში სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა, ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აღდგომა მიულოცა.
მეუფემ აფხაზებს საჩუქრად სანთლები, წითელი კვერცხები და სანთლები გადასცა. მეუფე გერასიმეს განცხადებით, დღევანდელი დღე ქართველებისა და აფხაზების მრავალწლიან ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯია.
"აფხაზები ჩვენი დები და ძმები არიან და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ გაერთიანებულ საქართველოში", - აღნიშნა მეუფემ.
მან ქართველ ერს მომავალ აღდგომას იმ ტაძრების მოლოცვა უსურვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სამშვიდობო პარაკლისს კონფიქტისპირა სოფლის ხურჩის მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.