შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის
სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული,
წარსულში ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შალვა წ.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა შალვა წ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე,
გორის რაიონის სოფელ ორთაშენთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 8
შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის
დასკვნით 0,0407 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია 1,08 გრ ნარკოტიკი,
რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,162 გრ კანაფის ფისს შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც
11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).