ყვარლის გამგებელი დავით ქევხიაშვილისა და 16 აქციის მონაწილის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღესვე გაიმართება.
შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის შორენა ჯახუას განცხადებით, ყვარლის გამგებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დანარჩენები კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე) და წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე) მუხლებით არიან დაკავებულები.
ამ დროისთვის დაკავებულები შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველოს ყვარლის განყოფილებაში იმყოფებიან, მათი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღესვე გაიმართება.
დავით ქევხიშვილისა და სხვა პირების დაკავება დღეს დილით გამგებლის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მოხდა. საკრებულოს წევრების გამოჩენამ გამგებლის მხადამჭერები გააღიზინა, რის შემდეგაც მათ კვერცხები დაუშინეს და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები ააყუდეს.