მეექვსე დღეა ასპინძაში, მდინარეში 35 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინაროებს.
თვითმხილველების განცხადებით, ასპინძის მკვიდრი ალიკა ხმალაძე საკუთარ ძმასთან ერთად მდინარეში სათევზაოდ იყო შესული და სწრაფი დინების გამო წყალმა წაიღო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ასპინძის სამაშველო სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები