2014 წლის 25, 28, 29 აპრილს და 1, 2 მაისს იმართება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის IV საგუნდო მუსიკის ფესტივალი.
ფესტივალის მიზანია საქართველოში საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისათვის.
ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მაშტაბური ხდება. იზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობა. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი, საქართველოს აკადემიური და ბავშვთა საგუნდო კოლექტივები, რომლებსაც ერთი საკონცერტო დღე დაეთმობათ.
2014 წელი საგუნდო მუსიკის ჟანრში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების შალვა მშველიძის, ოთარ თაქთაქიშვილისა და იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო წლებია, ამიტომ თითქმის ყველა ქართული საგუნდო კოლექტივის რეპერტუარშია ამ კომპოზიტორების ნაწარმოებები. კომპოზიტორებისა, რომლებმაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
საფესტივალო კონცერტებში მონაწილე აკადემიური გუნდები და განრიგი:
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
25 აპრილი, 15:00 საათი
1. თბილისის გოგონათა სტუდენტური გუნდი - ქორმაისტერი ომარ ბურდული
2. თბილისის VI ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდი - ხელმძღვანელი ლალი ჭიკაიძე
3. თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი - ხელმძღვანელი რომეო გიორგაძე
4. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა გუნდი `ლილე~ - ხელმძღვანელი სოფიო ივანიძე
5. გორის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური
6. ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდი `მძლევარი~ - ხელმძღვანელი კახა ონაშვილი
7. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი - ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე (დირიჟორობენ სტუდენტები)
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი
28 აპრილი, 19:00 საათი
1. თელავის ქალთა გუნდი `კახეთის ჰანგები~ - ქორმაისტერი პავლე დემურიშვილი
2. საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა - მთავარი დირიჟორი არჩილ უშვერიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი
29 აპრილი, 19:00 საათი
1. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი - ქორმაისტერები: ლია ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი (დირიჟორობენ სტუდენტები)
2. რუსთავის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი `ფიროსმანი~ - ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი
3. გორის ქალთა კამერული გუნდი - ქორმაისტერი თეონა ცირამუა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
1 მაისი, 18:00 საათი
1. სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი - მთავარი დირიჟორი რობერტ მლქეიანი
2. ბათუმის სახელმწიფო კაპელა - ქორმაისტერი ლელა დოლიძე
3. ბათუმის ქალთა კამერული გუნდი - სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია, მთავარი დირიჟორი გელა ვადაჭკორია
გალა კონცერტი - 2 მაისი, 19:00
სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
1. ფესტივალში მონაწილე გუნდები
2. რუსთავის ქალთა მოყვარულთა გუნდი - ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
3. თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი - ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი