შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განაცხადებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არავითარი ფასი არ აქვს და ნულია. ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
,,სააკაშვილს არ აქვს არავითარი ფასი, ის არის ნული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო ბიძინა ივანიშვილს ანგარიშის დაყადაღებით დაემუქრნენ. ამის შესახებ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-დან ვიდეოჩართვისას განაცხადა. ამასთან სააკაშვილმა თავდაცვისა მინისტრს ირაკლი ასალანიას ბოდიშის მოდისკენ მოუწოდა.
,,გუშინ ვნახე თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ (იმედია, როგორც სჩვევია, გადათქვამს), რომ თურმე საქართველოს ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, არის ჩვენი ბრალი. ვფიქრობ, ალასანიამ ბოდიში უნდა მოხადოს ამ სიტყვებზე, იმიტომ რომ დღეს, როგორც არასდროს, უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენ რომ მაშინ წინააღმდეგობა არ გაგვეწია, არ გაგვესროლა და მათი პირველი რაზმები არ დაგვეხოცა, ჩვენ რომ მაშინ ხრულოვი არ დაგვეჭრა და მათი სატანკო კოლონა არ გაგვეჩერებინა, ჩვენ რომ ის ხუთი დღე და ღამე არ მოგვეგო, როცა მთელი მსოფლიო გავაღვიძეთ, საქართველო დღეს აღარ იქნებოდა, როგორც სახელმწიფო. ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ სახელმწიფო და ერთიანობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ დანარჩენ საქართველოზე მოხდა კონსოლიდაცია სახელმწიფოებრიობის, რაც არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.