თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი ალასანიამ განცხადება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა, სადაც ის წერს, რომ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია.
"მიხეილ სააკაშვილს ჩვევაში აქვს, რომ თავისებურად აღიქვას და ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხვადასხვა საკითხებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეცდომაში განზრახ შეიყვანა საზოგადეოაება თითქოს თავდაცვის სამინისტრო ატარებს რუსეთ - საქართველოს ომის პოლიტიკურ გამოძიებას. საქართვლოში საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შეიქმნა, მუშაობს 2008 წელს სამხედრო მოქმედებების ექსპერტიზაზე. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს სამხედროების თვალწინ მტერს ზურგი აჩვენა", - აცხადებს ირაკლი ალასანია.