მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო ბიძინა ივანიშვილს ანგარიშის დაყადაღებით დაემუქრნენ. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-დან ვიდეოჩართვისას განაცხადა.
,,ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო, მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო. ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ იქნება ავტომატური, თუკი ეს საქმე გაგრძელდებაო. ასე რომ, ასეთი გაწევ-გამოწევა იყო. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები და ევროპელები? მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რომ არაფერი კავშირი მე კორუფციასან ან სხვა სახის დანაშაულთან არ მქონია", - განაცხადა სააკაშვილმა.