,,ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაწყდება", _ამის შესახებ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ინიციატივით შექმნილ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნისას ამერიკიდან ვიდეოჩართვისას განაცხადა.
"მაშინდელი "ასავალ-დასავალი" იყო გაზეთი "მგზავრი და კვალი", რომელიც დღე და ღამე ლანძღავდა ილია ჭავჭავაძეს, აბრალებდა ათასგვარ სისაძაგლეს. საბოლო ჯამში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მოამზადა სწორედ ამ გაზეთმა. მე ვნახე, რომ დღეს უკვე "ასავალ-დასავალი" მოუწოდებს ხელისუფლებას ჩემი "გაგორებისკენ". ძალიან ბევრი პარალელია იმ ეპოქასთან, ნუთუ ვერავინ ისწავლა ჭკუა და ვერავინ გამოიტანა დასკვნები? მინდა ვთქვა, რომ ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაწყდება, რადგან იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის უკვე არსებობს", _განაცხადა სააკაშვილმა.