საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უახლოეს პერიოდში სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ აჟიოტაჟი აღნიშნული საკითხის ირგვლივ მისთვის გაუგებარია.
,,მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა, ზოგადად, რაღაც პერიოდში, ყოველთვის შეიძლება რაიმე ცვლილება განხორციელდეს მთავრობაში", - აცხადებს საგანელიძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.