უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან დემოკსტრაციულად არ აპირებენ იმ შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც ჟენევაში იქნა მიღწეული და ამ პირობებში უკრაინის ხელისუფლება ადეკვატურად იმოქმედებს. განცხადება ამის შესახებ ტურჩინოვმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრისას კიევში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ფრიად სამწუხაროა, რომ არც რუსეთის ფედერაცია და არც მისი ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დემონსტრაციულიად არ აპირებენ იმ შეთანმხმებების შესრულებას, რომლებიც ჟენევაში იქნა მიღწეული", - აცხადებს ტურჩინოვი.
მისივე თქმით, განიარაღებისა და დაკავებული შენობების გათავისუფლების ნაცვლად ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ახალ ახალი შენობები და მძევლად აიყვანეს ადამიანები.
„რა თქმა უნდა ამ პირობებში უკრაინის ხელისუფლება ადეკვატურად იმოქმედებს",_ აცხადებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.