სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ახლო მომავალში რუსეთის მიერ თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას არ გამორიცხავს, რომლის არეალშიც, შესაძლოა, ბაქო-სუფსის საექსპორტო მილსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც მოექცეს.
როგორც ვახტანგ მაისაიამ " ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში განაცხადა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მცოცავი ოკუპაციის პროცესის აჩაქრებას შესაძლოა, მაისში ცხინვალში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, რის შემდგომაც სეპარატისტული ცხინვალის მმართველი პარტია რეფერენდუმის საკითხის დასმას აპირებს, სამრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე.
ექსპერტის თქმით, ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვიდრე რეფერენდუმის შედგები არ დამიდეს, ყირიმის მიერთების დადგენილებას ხელს არ ვაწერდიო, რაც პარალალელის გავლების შემთხვევაში ნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება რეალურად მოსალოდნელია.
"არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციის ზოლს ამ მიზნით აფართოვებს. ცენრალური მაგისტრალიდან ჩვენი სამხედრო ძალები რაღაც 100 მეტრში დგანან, თუ გავითვალისწინებთ ქართველი ჟურნალისტების გატაცების თავხედურ ფაქტს, ეს მხოლოდ რუსული მხარის მიზანმიმართულ სტრატეგიაზე მიუთითებს, რათა საკუთარ თავს, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისთვის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნას.