ყირიმის თავდაცვის ძალების უკან რუსი სამხედროები დადგნენ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმერ პუტინმა გადაცემა „პირდაპირი ხაზი პუტინთან" მიმდინარეობის დროს გააკეთა.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები ყირიმში მონაწილეობდდნენ ძალიან კორექტულად, მაგრამ გადამწყვეტად.
„ყირიმის თავდაცვის ძალების უკან, რა თქმა უნდა დადგნენ ჩვენი სამხედროები. ისინი ძალიან კორექტულად მოქმედებდდნენ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი გადამწყვეტად და პროფესიონალურად",_ განაცხადა პუტინმა.