პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო რომელმაც 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცა რუსული აგრესია, ახლა უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო ძალიან ფხიზლადაა. როგორც ,,როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა საქართველოს შემთხვევა საკმარისად დაგმობილი არ იყო 2008 წელს.
,, ჩვენ არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარკვეული საფუძვლები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქართველომ რომელმაც ექვსი წლის წინ გამოსცადა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სასტიკი სვლა და რომელსაც ამ დრომდე გართულებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის ხელისუფლებასთან უკრაინის პრეცედენტის გამო ძალიან ფხიზლადაა. საქართველოს შემთხვევა საკმარისად დაგმობილი არ იყო, რომ ის 2014 წელს კვლავ არ განმეორებულიყო. იმ შეფასებებიდან, გათვლებიდან, რომელიც 2008 წელს გაკეთდა, ცხადია, რომ რუსეთისთვის საკმარისი გაკვეთილი არ იყო, რომ მას იგივე 6 წლის შემდეგ აღარ გაემეორებინა. რუსეთი გაუცხოვებული არ უნდა იყოს, ის ჩართულობით უნდა იყვეს შეჩერებული. ეს არ არის ადვილი ამოცანა", _განაცხადა მარგველაშვილმა.