გიორგი ერმაკოვს მერის მოვალოების პოსტის დროულად დატოვებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ის თვითმართველობის არჩებნებზე, ბათუმის მერობის კანდიდატაც მოიაზრება
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ჯუმბერ კახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ქალაქის მერობის კანდიდატურა ოფიცილურად დაასახელოს,
„აუცილებელია მმართველმა პარტიამ ქალაქის მერობის კანდიდატურა ოფიცილურად დაასახელოს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ამის უფლება აქვთ, მორალურად გაუმართლებელია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება"- აღნიშნა კახიძემ.
მისივე ინფორმაციით მმართველი გუნდის კანდიდატად მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი მოიაზრება, ამიტომაც იგი მოუწოდებს ოპონენტებს, მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას დროულად ჩამოაშორონ და ყველა პარტია თანაბარ პირობებში ჩააყენონ.
ჯუმბერ კახიძეს კოალიცია ქართულ ოცნებაში პასუხობენ, მათი თქმით ქალაქის მერის კანდიდატურა ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მმართველი გუნდი კანდიდატურას სავარაუდოდ 27 აპრილისთვის დაასახელებს.