უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ქართველი ჟურნალისტების დაკავებას აღმაშფოთებელს უწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას იმერლიშვილმა განაცხადა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ქართველი ჟურნალისტების დასაბრუნებლად.
,,მართლაც აღმაშფოთებელს ფაქტია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის მისია, მონიტორები, რომელიც იქ იმყოფებიან და მიმდინარეობს მუშაობა ცხელი ხაზით მათი დაბრუნების თაობაზე. შსს ჩართულია ინტენსიურად აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო", _განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჟურნალისტები დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული და ისინი რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს"
შსს განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით უწებამ საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საქმის კურსში ჩააყენა.
,,ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით - "შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხელი ხაზის მეშვეობით ცოტა ხნის წინ მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა", _აცხადებენ შსს პრესსამსახურში.