სოციალურად დაუცველი იმ კატეგორიის მოსახლეობისათვის, როლებზედაც ვერ ვრცელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,ბათუმის სამშობიარო სახლს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და შპს ,,ბათუმის სამშობიარო სახლის" დირექტორმა ლამარა ჩაზმავამ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოსა და შპს ,,ბათუმის სამშობიარო სახლს" შორის თანამშრომლობის მიზანია სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სამედიცინო პროგრამებით.
მემორანდუმით განსაზღვრული მიზნის მიღწევისათვის სამედიცინო დაწესებულება თავისი პროფილის მიხედვით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურების გარეშე გაუწევს. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ერთი წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.