პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამებს შეიმუშავებს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
,,უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობას. ჩვენ შევიმუშავებთ ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამებს, რათა საქართველო ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე.
საჭიროა თანამშრომლობა ყველა სამთავრობო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს, კერძო პირებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის იმისათვის, რომ გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს პროფესიული სპორტის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა.
მოგეხსენებათ, ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ და ქველმოქმედებას ეწევიან. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა - შეხედონ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე პროფესიონალი სპორტსმენების პერსპექტივის, მომავალში ინვესტირების კუთხით, ჩადონ ინვესტიციები და მერწმუნეთ, ისინი მიიღებენ უკუგებას და იამაყებენ თავიანთი წვლილით ამ საქმეში", _განაცხადა ღარიბაშვილმა ,,ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე კონფერენციაზე - "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა".