ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ეკლესიისა და სასაფლაოების ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ პირობითი საზღვარი მავთულხლართებით გავლებული არ არის, რუსი მესაზღვრეები მოსახლეობას საზღვრის მანიშნებელთან მიახლოებას უკრძალავენ.
საოკუპაციო საზღვრის ზოლში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სოფლის სასაფლაოს ნაწილი მოექცა.
შექმნილი ვითარებას ადგილზე გაეცნო ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია.
მეუფემ მხარეებს მოუწოდა, მოხდეს მოლაპარაკება, რათა ადგილობრივებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოსა და ტაძარში შესვლა შეძლონ.
მასალის გამოყენების პირობები