რუსეთის პრეზიდენტი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებად მოვლენებს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს სამ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს",_ განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შემოდის ძალიან ბევრი მიმართვა აღმოსავლეთ უკრაინიდან, რომელიც პირადად ვლადიმერ პუტინის სახელზეა დაწერილი და მათში არის თხოვნა ამა თუ იმ ფორმით ჩაეროს".