საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გვერდით დაუდგნენ უკრაინის მთავრობას, რათა საპრეზიდენტო არჩევნები ეფექტურად ჩატარდეს.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხელისუფლებას. სასურველია, რომ დაძაბულობა რომელიც იქ არსებობს, განიმუხტოს ადამიანური მსხვერპლის გარეშე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს, იქნას შენარჩუნებული. მოვუწოდებ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ უკრაინის მთავრობას, რათა მთავარი რაც მოსახდენია, ანუ საპრეზიდენტო არჩევნები ეფექტურად და ლეგიტიმურად ჩატარდეს. უკრაინაში ყველა საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.