ეუთოს სპეციალური მისია აღნიშნავს, რომ სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში ამჟამად რთულია და შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს. ინფორმაციას ამის შესხებ „ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.
„მონიტორინგის მისიამ ქალაქები მოინახულა იმისათვის რათა ინფორმაცია შეეგროვებინა, გასცნობოდა ადგოლობრივი მოსახლეობის პრობლემებს.
მონიტორინგის მისიამ ასევე მოინახულა ქალაქი სლავიანსკი სადაც ქალაქის შესასვლელში წააწყდა საგუშაგოს, რომელსაც ნიღბიანი შეიარაღებულები აკონტროებდდნენ. მისია იმყოფებოდა დონეცკშიც",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში არსებული „რთული მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს".
ეუთოს ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რთულია მდგომარეობა ხარკოვსა და ლუგანსკში.