საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინაში განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შეშფოთბასაც იწვევს.
,,უკრაინიდან ახალი ამბები ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებასაც იწვევს. საგულისხმოა რომ გაეროში რუსეთმა განსაკუთრებული ზომების გატარება მოითხოვა, მოითხოვა რიგგარეშე უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც იგნორირებულია აღმოჩნდა და არავინ არა დაუჭირა მხარი მათ წინადადებას. მთელი მსოფლიო შეშფოთებული ადევნებს თვალყურს იმას რაც ხდება და ჩვენც ვართ მათ რიგებში", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.