დღეს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქართველი ხალხის ერთსულოვნებისა და სამშობლოსათვის თავდადების დღეც არის, - განაცხადა საქართველოს პრემირ-მინიტრმა ირაკლი ღაიბაშილმა.
"1978 წლის 14 აპრილს ათასობით ადამიანი მშობლიური ენის დასაცავად ქუჩაში გავიდა, საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდა და არ შეუშინდა რეალურ განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ეს ნაბიჯი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. ეროვნულმა ერთობამ მაშინ ნაყოფი გამოიღო - საბჭოთა იმპერია იძულებული გახდა, შეეცვალა მიღებული გადაწყვეტილება და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა.ეს იყო დიდი გამარჯვება. ეს დღე იყო დემონსტრირება იმისა, რომ ქართველი ხალხი არ დათმობდა და არასოდეს შეეგუებოდა ეროვნული ღირებულებების დაკნინებას.
დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ვალია არა მხოლოდ პატივი მივაგოთ მშობლიურ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ მას, ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შეისწავლონ ქართული ენა და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი", - განაცხადა ღაიბაშვილმა.