"რუსეთის პროპაგანდა ნატოსა და დასავლეთის წინააღმდეგ სხვა არაფერია, თუ არა კვამლის ფარდა საკუთარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების დასაფარად", - "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან, ხოლო მისი საერთაშორისო ავტორიტეტი ნაკუწებად იქცა.
"ახლა რუსეთი არჩევნის წინაშე დგას: შეწყვიტოს სხვების დადანაშაულება თავის ქმედებებში, გაიყვანოს თავისი ჯარები, გადადგას ნაბიჯი უკან თავისი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით და დაიწყოს დაკარგული ნდობის აღდგენა", - განაცხადა რასმუსენმა,
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი გაიღრმავებს საერთაშორისო იზოლაციას.
"ეს არავის ინტერესს არ შეესაბამება და ჩვენ სამყაროს გაცილებით უფრო საშიშსა და არაპროგნოზირებადს გახდის", - აღნიშნა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები