შეუსრულებელი დაპირებები ხელისუფლებას მძიმე ტვირთად დააწვება, - განაცხადა კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზე. ლორთქიფანიძე უკმაყოფილებას გამოთქვმს, რომ პოლიტპატიმრების აქცია სთანადოდ არ შუქდება. მის თქმით, ეს რომ "ლგბტ" აქტივისტების აქცია ყოფილიყო. მთელი მსოფლოიოს ჟურნალისტები , კორპორაციები ჰოლდინგები იმუშავებდნენ მის გაშუქებაზე.
"აი აქ რომ "ლგბტ" აქტივისტები მდგარიყვნენ დღეს მთელი მსოფლოიოს ჟურნალისტები , კორპორაციები ჰოლდინგები იმუშავებდნენ ამის გაშუქებაზე. ეს არის ტესტი დემოკრატიაზე. ეს არის ტესტი იმ სამართლიანი სამართლებრივი გარემოს დაპირებული და აღუსრულებელი პირობის წამოყენებაზე, რომელიც ხელისუფლების ვალდებულება იყო მათ შორის პოლიტიკურ ჭრილში და ეს არის ის შეუსრულებელი ვალდებულება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ხელისუფლებას იმდენად მძიმე ტვირთად რომ შეიძლება გაჭყლიტოს კიდეც",- აცხადებს ლორთქიფანიძე.
შგახსენებთ, რომ უკვე მეთვრამეტე დღეა რაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს პოლიტპატიმრების აქცია. ისინი საქმების ხელახალგამოძიებასა და აღსრულება შეჩერებას ითხოვენ. ისნი ასევ ითხოვენ, რომ განახლდეს იმ კომიისის მუშაობა იმ პოლიტპატიმართა და იმ დევნილების მიმართ, რომლებიც დღემდე ელიან კანონიერ სტატუსის მინიჭებას.