შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება. მინისტრმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მინისტრი შსს-ს დანაყოფების თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მათ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაათვალიერა ასპინძაში შსს-ს მშენებარე კომპლექსური ბაზა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მის ტერიტორიაზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრი ახალციხეს ეწვია და რაიონული სამმართველო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო დაათვალიერა.