ეროვნულ პარტიათა ალიანსის ლიდერი ნოდარ ნათაძე ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელოვნურად დაკარგვაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ მთავრობა ოკუპირებული რეგიონების მიმართ კონფედერაციის გეგმას ამუშავებს, რაც ერთი სახელმწიფოს შიგნით დამოუკიდებელი ოსეთისა და აფხაზეთის არსებობას გულისხმობს.
ნათაძე დარწმუნებულია, რომ იმედის ეთერით 13 მარტს გასული სპეციალური რეპორტაჟი ამ ჩანაფიქრის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
"უნდა მოველოდოთ იმასაც, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება, რომელიც ხაზს ვუსვამ, რუსეთის ცალსახა სამსახურში დგას, დათანხმდება კონფედერაციაზე", _ აცხადებს ნათაძე.