თბილისის გადაყენებული მერი გიგი უგულავა, ბათუმში კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.
"კვერცხით, კარტოფილით თუ სხვა პროდუქტებით შეიარაღებული ხალხი რომც მოიყვანონ, ჩვენ არ გავჩერდებით. გამოსავალი არის, ან ტყვია გვესროლეთ ან ციხეში ჩაგვსვით, სხვაგვარად არ გავჩერდებით. ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური ოპონირებისთვის, პასუხისმგებლობა ავიღეთ იმ ათ წელიწადზე, რაც ყოფილა კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რაც კარგი იყო ქვეყანაში, გაჩერდა, რაც ცუდი იყო გაათკეცდა. დღევანდელი "ქართული ოცნება" თავისი ნაბიჯებით ემსგავსება იმ ბნელ მხარეს, რომელიც ჩვენ ერთად უნდა დაგვევიწყებინა. ის შურისძიების მუხტი, რომელსაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი აღვივებენ, წალეკავს პირველ რიგში მათ", - აღნიშნა გიგი უგულავამ.