ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პრესტიჟულ გადაწყვეტილებად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენელი დავით დარჩიაშვილი.
"ევროსაბჭომ საკუთარი პრესტიჟი დაიცვა და რუსეთმა საკადრისი მიიღო",- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას.
მისი შეფასებით, პოლიტიკურად და სამართლებრივად ეს ძალიან მნიშვნელოვანი სანქციაა. ევროსაბჭომ მსოფლიოს დაანახა, რომ "სიმართლის დროშით თუ ივლი, ძალა უკან იხევს. სამწუხაროა, რომ ეს თავად რუსეთის ზოგიერთ კარგ პოლიტიკოსს იმაზე უკეთ ესმის, ვიდრე საქართველოში, რადგან აქ ფიქრობენ, რომ რუსეთის ზალას წინ ვერაფერი დაუდგება"
დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ჩეჩნეთის ომის დროს ევროსაბჭომ რუსეთი არაცივილზებულ სახელმწიფოდ შეაფასა, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ხმის უფლების დასაბრუნებლად.
"მან აქტიურად იმუშავა ცალკეულ დეპუტატებთან და არც ქრთამის დარიგებას მორიდებია. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ვიცი რამდენიმე დეპუტატი, ვინც მაში რუსეთის თამაშს აყვა," -აღნიშნა მან.
წინა ხელისუფლების წლებში, კერძოდ, 2008-12 წლებში, დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქარათველოს დელეგაციის წევრი იყო.
რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოერთვა. ამასთან, მას აღარ ექნება საშუალება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობაში მუშაობისა და ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობისა.
ამავე დროს, სხდომის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვის შესახებ.
რუსეთის ფედერაციისათვის ხმის უფლება ორგანიზაციაში 2015 წლის იანვრამდეა ჩამორთმეული. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ მიიღო.
რუსული დელეგაცია აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია, მათ დისკუსიებს „ფარსი და ინკვიზიცია" უწოდეს.