პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისღებია და ეს წინა გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განაცხადა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მისაღებია არა იმიტომ, რომ ევროპა გვთხოვს, არამედ ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნილება.
,,ჩვენ მივდივართ ძალიან ფართო ნაბიჯებით თავისუფლებისთვის მეტი გარანტიების შექმნისკენ. მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები. მივდივართ წინ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, რომ არის ხალხი, რომელსაც კიდევ მეტი უნდა. ასეთი ხალხი რომ არ იყოს, პროგრესი გაჩერდებოდა, მაგრამ თუ მივყვებით მხოლოდ მათ, მაშინ შეიძლება პირიქით, ძალიან უკან აღმოვჩნდეთ. ამიტომ ყველა მოსაზრებას ვისმენთ. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის მისაღები არა იმიტომ, რომ ევროპა გვთხოვს ამას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ ჩვენ არ დაგვჩაგროს იმის გამო, რომ ჩვენი თვალის ფერი, ან ასაკი და ა.შ არ მოსწონს. ამიტომ ეს კანონი იქნება ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯი და უნდა ვიაროთ ისე, რომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს რატომ მივდივართ წინ", _ განაცხადა უსუფაშვილმა