საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის მანქანას თელავში კვერცხები ესროლეს. ,,ნაცმოძრაობის" წევრები თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" აქტივისტმა ამის საშუალება არ მისცეს.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და განუცხადეს, რომ მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა და უფლება არ ჰქონდათ თელავში აქცია გაემართათ.
"თელავში ჩამოვედით, რათა ხელისუფლებისთვის მოგვეწოდებინა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს დაწყებული თელავის აღმშენებლობა გაეგრძელებინა. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა რაიონებიდან მოიყვანა ზონდერჯგუფები და მათი მხარდამჭერები და მოაწყო ცირკი. ეს არის ზეწოლა "ნაციონალურ მოძრაობაზე", - განაცხადა გირგი ღვინიაშვილმა.