ექსპერტი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის ფორმის შეცვლას და გააქტიურებას აუცილებლად მიიჩნევს.
მისი თქმით, ევროპელ კოლეგებთან უნდა მოხდეს სულ მცირე ხმამაღალ დეკლარირება, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტოლოგმა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული თვითმფრინავის მიერ ხურჩაში შემოფრენის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. "რუსეთს რომ საქართველოს კანონი არ აინტერესებს, ეს ახალი არავისთვის არის, მაგრამ ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში საქართველოს მხრიდან არაფერი არ შეცვლილა იმის გარდა, რომ წინა ხელისუფლება რუსეთის მიმართ აგრესიული ტონით გამოირჩეოდა, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ ლოიალური ტონით შეცვალა. რუსული თვითმფრანვის მიერ საზღვრის დარღვევა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის მიერ გაწეული სამუშაოს ჩავარდნაზე მეტყველებს,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას შარაშენიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზციის არაფრის მომცემი კინკლაობის ნაცვლად, აქტიური მუშაობაა საჭირო, რადგან ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
"როგორც ჩანს, საქართველოს სპარალამენტო დელეგაციებმა ევროპას კარგად ვერ აუხსნეს, რამდენად დიდი საფრთხეა რუსეთი საქართველოსთვის. ევროსაბჭოში ქართველი დეპუტატების კინკლაობა, რაც არაერთხელ საკუთარი თავლითაც მინახავს, არაფრის მომცემია,"-
აღნიშნა მან.
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციას ქონდეს ადგილი, მაგრამ ეს ფაქტი ყველა შემთხვევაში მიუთითებს, რომ რუსული მხარეს საქართველოს წინააღმდეგ ცუდი რამ აქვს დაგეგმილი, იყოს ეს თუნდაც საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის გეგმა. ,
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა. თვითმფრინავი ცოტა ხნით უკან გაბრუნდა, შემდეგ კი, ისევ სოფლის თავზე დაფრინავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სავარაუდოდ ხურჩის ტერიტორიის სურათები გადაიღეს.
თვითმფრინავი სოფლის თავზე მაშინ გამოჩნდა, როცა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ხურჩის მოსახლეობასთან შეხვედრა უნდა დაწყებულიყო.