ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის გარდა სხვა დიდი პროექტები შეჩერებული არ არის. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის პროექტები რაღაც მიზეზით შეჩერებული იყოს ისევ ამოქმედდეს.
„მთავრობის სხდომაზე ვიხილავთ საკითხებს და ძალიან ბევრ ბიზნესმენთან მივდივართ ძალიან ლოიალური შემხვედრი წინადადებებით, რომ დარიცხული ჯარიმები ვაპატიოთ, ვადა გაუხანგრძლივოთ ვალდებულებების იმისათვის, რომ ახალი პროექტები იყოს წამოწყებული. თუ კი რაიმე არის სხვადასხვა პრობლემების გამო შეჩერებული, გაშვებულ იქნას ისევ ეკონომიკაში. დიდი პროექტები რაც იყო, პრინციპში თბილისის შემოვლითი რკინიგზის გარდა, არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის"- აღნიშნა კვირიკაშვილმა.