„ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება - ყველაფერი უახლოეს 48 საათში გადაწყდება",_ ეს განცხადება უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ჯერ დასრულებული და გაუქმებული არ არის, „სიტუაციის გადაწყვეყა უახლოეს 48 საათში არის მოსალოდნელი, რომელიც ასევე ითვალისწინებს როგორც პოლიტიკურ ნაბიჯებს ასევე ძალოვან პასუხსაც".
განცხადებები ამის შესახებ ავაკოვმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„ყველა სამივე ოლქში ანტიტერპორისტული ოპერაცია გრძელდება, ხორციელდება ყველა აუცილებელი ღონისძიება, თუმცა არის მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი - პოლიტიკური და ძალოვანი",_ განაცხადა ავაკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები