"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლების შექმნა", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეებს დღეს აქვთ უნიკლური შანსი, გათავისუფლდნენ წნეხისგან.როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, მისი სტუმრობის მიზეზი იმ დანაპირების შეხსენებაა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებას მისცა-თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.
"მოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მთავარი დანაპირების შესრულების მზაობა. თავისუფალი სასამართლო სისტემის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა ღონეს ვიხმართ და ამაში, პირველ რიგში, თქვენი ძალისხმევა საჭირო,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მხარეებმა სამართლებლივ საკითხებზე და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პრემიერს გაუზიარეს მოსაზრებები, როგორ ხედავენ სასამართლო სისტემის გაძლიერებას, ასევე გააცნეს საბჭოს მუშაობის პრინციპები.