პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს.
უსუფაშვილის თქმით, ამიტომ საჭიროა ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ანუშკა ვან მილტნბურგსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატის სპიკერ ანკი ბროკერს -ნოლისთან შეხვედრისას განაცხადა.