ქუთაისის მოსახლეობა თაღლითურ სქემაზე საუბრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობი პირები მოსახლეობას კორპუსების დეზინფექციის საფასურს სთხოვენ, სანაცვლოდ კი ქვითრებს ურიგებენ და სადარბაზოებში მღრღნელების საწინააღმდეგო დეზინფექციის ჩატარებას ჰპირდებიან.
მოსახლეობის ნაწილმა ე.წ. მოსაკრებელი უკვე გადაიხადა, თუმცა დაპირებული სამუშაო მათ კორპუსებში არ ჩატარებულა.
ქალაქის მერიაში აღნიშნული მოსაკრებელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, აღნიშნული გადასახადი არ გადაიხადონ.
მასალის გამოყენების პირობები