მარტვილში ამბროსი ხელაიას სახელობის კულტურის ცენტრში ბულგარელი ფოტოხელოვანის ივო ხაჯიმიშევის ფოტოგამოფენა „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები" მიმდინარეობს.
ივო ხაჯიმიშევი ოცამდე ფოტოკოლექციისა და ფოტოსესიის ავტორია. ამჯერად მან ქართველ საზოგადოებას წარუდგინა ბალკანეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა (მართლიმადიდებლური ქვეყნების, სომხურ-გრიგორიანული და ისლამური კულტურის ხელნაწერები) და პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერი.
ბულგარეთის საელჩოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წელს ექსპოზიცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოიფინება. ფოტოგამოფენათა ციკლი ქ. მარტვილიდან დაიწყო.
ექსპოზიცია მარტვილში 29 აპრილამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები