დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს და უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებს. პრემიერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ და მათი გადაჭრის ხედვა.
"ხვალ დავიწყებ შეხვედრებს აჭარის რეგიონში, მინდა ადგილზე გავეცნო პრობლემებს. ამ მიზნით ვგეგმავ ყველა რეგიონში სტუმრობას და მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა პირადად მოვისმინო რა აწუხებთ ყველაზე მეტად და რა მოლოდინი აქვთ ხელისუფლების მიმართ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ სამზადისს.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები