წუხანდელი უამინდობის შედეგად ბათუმის სანაპიროზე 6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რამაც პრობლემები შექმა.
ამ დროისთვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია უკვე გაწმენდილია.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალების შემსრულებლის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქობულეთში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მეწყერი ჩამოწვა ხულოსა და შუახევში.