ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე თავის არიდებას გადაწყვეტილებად არასწორ მიიჩნევს.
,,არა მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში თავის არიდება, თუნდაც დინსტანციური დაკითხვისაგან. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ვერ გეტყვით, რატომ უნდა არიდებდეს თავს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილმა საგამოძიებო უწყების შეთავაზებაზე უარი განაცხადა.