უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ დაკითხვაზე უარს ეხმიანება და აცხადებს, რომ თავად მისთვის საინტერესო უნდა იყოს პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებაში ისმის.
,,ის არის მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით, ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ საქმეებზე დაბარებული. მე ნამდვილად არ ვაპირებ საქართველოს პროკურატურის ნაცვლად მომდევნო მათი მოქმედებების თაობაზე ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის განსაკუთრებით ასეთი მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირისთვის საინტერესო უნდა იყოს ჩამოვიდეს, თუ არა და დისტანციურად მაინც გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს რომელიც ისმის", _განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილმა საგამოძიებო უწყების შეთავაზებაზე უარი განაცხადა.