საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უარს დისტანციურ დაკიხვაზე ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ხალხის წინაშე გამოსვლისა უნარი არ აქვს, ღირსი არაა საკუთარ ქვეყანაში ჩამოვიდეს.
,,როცა საკუთარ ხალხთანაც არ გაქვს იმის უნარი, შნო და თავი, რომ გამოხვიდე და თქვა, მაშინ, ალბათ, არც ხარ ღირსი შენს ქვეყანაში ჩამოხვიდე. ის, რომ უცხო ქვეყნიდან საათობით შეგიძლია ლანძღო და თათხო ყველა ის ადამიანი რომელიც შენს გვერდით იდგა, ვისათან ერთადაც იბრძოდი, მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა წელი ვიცხოვრე იმ ქვეყანაში რომლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო", -განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილმა საგამოძიებო უწყების შეთავაზებაზე უარი განაცხადა.