ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ობამას პოზიციას არ ეხებოდა აშშ-ის ხედვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმის ნაცვალდ, რომ ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს როგორ იმუშაოს სტრატეგიულ პარტნიორთან სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრისგან ვიღებთ რეაქციას, რომ რეალობას უნდა შევეგუოთ.
"ეს განცხადება, საერთო ჯამში, არ შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით და არ შეეხებოდა არც კონკრეტულ საკითხს საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე, რაც ჩვენი კონკრეტული ნაციონალური ამოცანაა. ამიტომ, არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის. საგანგაშო არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის რეაქცია ამ ჩვენთვის არახელსაყრელ განცხადებაზე. პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ რეალობას უნდა შევეგუოთ. ეს რეაქცია არის დემონსტრირება იმ პოლიტიკის, რომელიც ჩანს ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს არის არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე როგორ იმუშაოს სტრატეგიულ პარტნიორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, პირველივე მყისიერი რეაქციას პრემიერ-მინისტრისგან ვიღებთ, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ესე საქმე არ გაკეთდება", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.