საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას ქართული მხრიდან, კონსტიტუციის საკითხია.
"მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელი მოეწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. ხოლო მე არ შემიძლია ვუპასუხო შეკითხვას, თუ ვინ უნდა გააკეთოს ეს ხელმოწერა ქართული მხრიდან. ვინ მოაწერს ხელს, ეს კონსტიტუციის საკითხია", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს.