პრეზიდენტ ობამას განცხადება ადეკვატურია და აბსოლუტურად ასახავს რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის შეფასებით, მოსახლეობისთვის ილუზიების შექმნა მიუღებელია, ვინაიდან ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
"ჩვენთვის მიუღებელია მოსახლეობისთვის ცრუ მოლოდინების შექმნა და შემდეგ მოსახლეობის იმედგაცრუება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გავაგრძელოთ რეფორმები და გზა ევროკავშირისკენ. ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინები მცდარი არ უნდა იყოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ის, რაც რეალობაა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა