რუსეთის მიერ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმების ჩატარება რუსეთს ჯერ-ჯერობით არ აწყობს, თუმცა არ ნიშნავს, იმას, რომ შეუძლებელია ეს საკითხი რამდენიმე თვეში გახდეს აქტუალური. აცხადებს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების რეფერენდუმების ჩატარების კომენტირებისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
„არ გადადგამს რუსეთი უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯს, სანამ საქართველოს პოლიტიკური მიდგომები არ გამოიკვეთება საბოლოო ჯამში. ეს ერთი, ხოლო მეორე არის ის, რომ აქ სხვანაირი სიტუაციაა. ყირიმის შემთხვევაში თუ რეფერენდუმი ჩატარდა ყირიმის მოსახლეობის მონაწილეობით აქ რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ის ჩატარდება მხოლოდ ოსების და მხოლოდ აფხაზების მონაწილეობით. რასაკვირველია აფხაზეთში სხვა ეთნოსებიც ცხოვრობენ, რომლებიც ამ რეფერენდუმს მხარს დაუჭერენ, მაგრამ იქ არ არის ქართული მოსახლეობა და საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე იქ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება",_ აცხადებს არეშიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუმცა, რუსეთმა ისეთი თამაშის წესები შესთავაზა მთელს მსოფლიოს, რომ საერთაშორისო დოკუმენტები ხელმოწერები და გარანტიები უკვე არაფერს არ ნიშნავს, „თან მით უმეტეს, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზებს არ უნდა რუსეთთან შეერთება".
„რაც შეეხევა ოსებს ის საერთოდ ახალი პოლიტიკა წავიდა ანუ რუსეთთან შეერთების, მაგრამ არა მათი შეერთებით ჩრდილოეთ ოსეთთან. ანუ რუსეთის ტერიტორიაზე ორი ოსეთის არსებობის იდეა გაჩნდა",_ აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, ამ იდეის ავტორი როგორც ჩანს არის დღევანდელი „პოლიტიკური ელიტა სამხრეთ ოსეთისა", რომელსაც არ აწყობს ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი უსაქმოდ რჩებიან.
„ასე რომ დღეს რუსეთს არც ერთი ამ მიმართულებით ამ საკითხების გააქტიურება მაინცდამაინც არ აწყობს. თუმცა ეს ჯერ ჯერობით და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 7-8 თვეში ეს საკითხი აქტურლური არ გახდება",_ აცხადებს მამუკა არეშიძე „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.